ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინოსტრო აცრცელებს. 62 წლის მამაკაცი 9 დღის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.
,,უნდა გაგვეწერა, ყველაფერი კარგად იყო, მოულოდბელად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სავარაუდოდ განვითარდა თრომბი”,-განაცხადა გია კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში დღეს კორონავირუსით ექთანი ქალიც გარდაიცვალა. რეგიონში მედიკოსების გარდაცვალების პირველი შემთხვევებია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები