შალვა კერესელიძე ახალციხის, გურგალველის და კენჭაკლდეს მოსახლეობას შეხვდა
მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში პარტია“ქართული ოცნების“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთის მუნიციპალიტეტში ხეობის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ახალციხის, გურგალველის,კენჭაკლდეს მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან აუდიენცია მათივე ინიციატივით შედგა, აღსანიშნავია რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს შალვა კერესელიძე აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებს ერთხელ უკვე შეხვდა.
„ახალციხელებს, გურგალველელებს და კენჭაკლდელებს სურთ გზის და სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა.
წყალთან, გზებთან და სხვა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა ჩვენთვის პრიორიტულია.
საერთოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში მომდევნო 4 წლის მანძილზე 20 მილიარდი დაიხარჯება. ეს ნიშნავს რომ არამარტო დღევანდელს მსგავსი პრობლემები გადაიჭრება მასობრივად – არამედ საქართველოს სოფლებში იქნება სხვა ხარისხის ცხოვრება, კომუნიკაციები და ეკონომიკა.ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ხო სოფლების გაძლიერებაზე გადის
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც ათწლეულების მანძილზე უყურადღებოდ მიტოვებულები იყვნენ მასშტაბური პროექტი განახორციელა. სოფლები და დასახლებები, რომლებიც სპეციალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ მიენიჭათ მთის სტატუსი, რაც გაზრდილ პენსიას და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს ითვალისწინებს“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.