951 ავარია და 34 დაღუპული 9 თვეში – ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 337 ადამიანი დაიღუპა, აქედან 34 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად კი იანვარ-სექტემბერში დაშავდა 5 004 ადამიანი, მათ შორის 312 სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე.
2020 წლის პირველ 9 თვეში, სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ადგილი ჰქონდა 26 073 ავტოსაგზაო შემთხვევას. აქედან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით იყო – 3 707, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით – 22 366.
შსს-ს ინფორმაციით, 2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 481 ადამიანი დაიღუპა.