“მიხეილ სააკაშვილი რუსის კაცი იყო თავიდანვე” – როგორ აფასებს მოსახლეობა ექსპრეზიდენტის განცხადებას რუსეთთან დიალოგის შესახებ
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის განცხადებას რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. “ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე”,- განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
მსგავსი ფრაზა გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის რადიკალური განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, იგი ხშირად აკრიტიკებდა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მსგავსს ნარატივს აჟღერებდნენ.
“რეგიონული კვირა” დაინტერესდა, თუ როგორ აფასებეს მოსახლეობა ექსპრეზიდენტის უახლეს განცხადებას და საზოგადოების აზრი ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე ზუგდიდში გამოვიკითხეთ.
“რეგიონული კვირა” პარტიის ლიდერის განცხადების შესახებ “ნაცმოძრაობის” ადგილობრივ ოფისშიც მივიდა, თუმცა იქ ჩვენ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.