ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო

ქუთაისში საახალწლო აქსესუარების მონტაჟი უკვე დაიწყო. ქუთაისის მერიამ საახლაწლო განათებებისთვის და ნაძვის ხისთვის 210 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში,უნდა მოხდეს საახალწლოდ ახალი განათებებისა და კონსტრუქციების შეძენა. არსებული ინფორმაციით, გათვალისწინებულია ძველი კონსტრუქციებისა და განათებების განახლებაც.

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყება მთავარი ნაძვის ხის განათებით, რომლის განთავსების ადგილი უცვლელი რჩება – ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორია.

საახალწლო ბაზრობა, გაიმართება 29 დეკემბერიდან და 14 იანვრის ჩათვლით, სადაც მოეწყობა ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა. ქუთაისში საახალწლო პროგრამა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყება და 14-იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები