სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 106 შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 106 შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს, სამცხე-ჯავახეთში გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, რეგიონში კორონავირუსის 1 435 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 273.