კახეთში კოვიდ 19-ის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კოვიდ 19- ის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კოვიდ 19- ის 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
” დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა – 512, იმერეთი – 562, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 178, გურია – 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 368, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33 “- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.