ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 21-ით გაიზარდა

„18 ნოემბრის დილის მონაცემებით ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 21 -ით გაიზარდა“-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განუცხადა. სპეციალისტის განმარტებით, ანალიზისთვის 84 ბიოლოგიური მასალა იყო გადაგზავნილი და შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია. დაინფიცირებულებიდან ზოგიერთი პიროვნება თვითიზოლაციაში მყოფია, ახალი დაინფიცირებულების შეშაზლო კონტაქტების მოძიება უკვე დაწყებულია.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ამ მომენტისთვის, თვითიზოლაციაში 250 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები