სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19-ის 368 ახალი შემხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 102 პირი
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 161 კოვიდპაციენტია მოთავსებული. მედიკოსების შეფასებით, მათ შორის 63 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა.
რაც შეეხება ფოთის საავადმყოფოს, 40 კოვიდ პაციენტი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე 6 პაციენტის მდგომარეობაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 102 პირი.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 131 ადამიანი იმყოფება.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 3 443 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, 2 539 პირი გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.