ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კრონაირუსის 512 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვლილებს კორონავირუსთან ერთად თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდათ.
რეგიონში დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 574 პირი. ჯამში კოვიდ-19 13 299-მა პირმა დამარცხა.
ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში 100-დე პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.