ქობულეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში, სოფელ ხალაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
,, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი – 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხალაში 30 წლის კაცი სანადირო თოფით მოკლეს. მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელშიც ოთხი პირი მონაწილეობდა. ერთი მათგანი ადგილზე დააკავეს. შემთხვევა 14 ნოემბერს მოხდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები