კორონავირუსით ქუთაისში ორი პაციენტი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსული ინფექციით ქუთაისში ორი პაციენტი გარდაიცვალა, ერთი კლინიკა ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 68 წლის მამაკაცი, ხოლო “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკაში 11 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანა.
პაციენტებს კოვიდინფექციასთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, ასევე სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდათ.
“ექიმების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ამ დროისთვის 120-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს მოთავსებული. პოზიტიურია გამოჯანმრთელების დინამიკა. კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა 15 დღის ჩვილი, რომელიც 4 დღის იყო, როდესაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ვმკურნალობთ 26 დღის ჩვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღესაც ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერას. საერთო ჯამში 350-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს”, -ამბობს “ ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.