მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე-ალექსი გილაშვილი მერის მრჩეველ-თამაზ ახვლედიანთან ერთად მანავის ციხესთან მისასვლელი გზის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის.
ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მიწის ვაკისის მომზადება-მოხრეშვისა და ქვაფენილისთვის გვერდულების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის ღირებულება 1 260 009.15 ლარს შეადგენს და სამუშაოები 1 664 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარისა და ქვაფენილის მოწყობას ითვალისწინებს.