კორონავირუსს ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის თანამშრომელი ემსხვერპლა

კორონავირუსს ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის თანამშრომელი ემსხვერპლა. ვასილ ფხაკაძე თეატრის ადმინისტრატორად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ის გარკვეული პერიოდი ავადმყოფობდა, კორონავირუსმა კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.
მის გარდაცვალებას მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:
“არც კი ვიცი, რა ვთქვა, როგორ მოგეფერო, როგორ დაგიტირო, როგორ გამოგემშვიდობო! შენ ხომ ყველას დარდი გულთან მიგქონდა, გვერდით ედექი ყველას გაჭირვებაში როგორც შეგეძლო. როგორ გიყვარდა შენი ქალაქი, ქალაქელები, თეატრი და ვერც წარმოგედგინა ამათ გარეშე ყოფნა, მთელი ცხოვრება თეატრს შეწირე და არც გიფიქრია, თეატრის გარდა სადმე წასვლა. ვერც ჩვენ წარმოგვედგინა ეს ქალაქი და თეატრი შენს გარეშე, იმდენად მისი ნაწილი იყვი. მხიარულო, თბილო, მოსიყვარულე ვასო (ბიძი) როგორ ყველას გვატკინა გული შენმა წასვლამ მეგობარო ! გვაპატიე რომ ისეთი პატივი ვერ გეცით, როგორსაც იმსახურებდი”, – წერს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები