აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „არ დათმოს“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციონერმა ახალგაზრდებმა მთავრობის სახლის შენობაზე სტიკერების „არ დათმო“ გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაპირისპირებისას დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქციაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებსაც ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები