ეპიდვითარება მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

მცხეთა-მთიანეთში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის სახემწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მცხეთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს და ონლაინკლინიკის ხელმძღვანელს ქეთევან ლორიას, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად შეხვდა.
მხარეებმა აუდიენციის დროს იმ პაციენტებზე ისაუბრეს, რომლებსაც კოვიდინფექცია მსუბუქ ფორმებში აქვთ და მკურნალობას სახლის პირობებში, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა დეტალურად მოისმინა სფეროს ექსპერტისგან პოზიციები ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ოჯახის ექიმების მზაობაზე.
შეხვედრის დროს ასევე ისაუბრეს იმ ახალ პორტალზე, რომელიც გუშინ ამოქმედდა. ეს არის ვებგვერდი – http://ambulatoria.moh.gov.ge/, სადაც პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რესგიტრირებული და ასევე მიიღოს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.
“პორტალზე პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული.
თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც არის რეგისტრირებული.
თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.
თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა”,  – განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები