დუშეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი ხიდი აშენდა
დუშეთის მუნიციპალიტეტში ხიდების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
სოფელ ჭართალში, ჯუხისის ხევზე, აშენდა 12 მეტრის სიგრძის ახალი საავტომობილო ხიდი, – ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ასევე, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა იანტალოს ხიდის მშენებლობა.
ხიდების მიმდებარედ გაიწმინდა ხევები, მოეწყო დამცავი გაბიონები. კალაპოტი დაიფარა ბეტონის ტერასებით.
სამუშაოები შეასრულა შპს „სამებამ“. ჯუღისის ხევზე აშენებული ხიდის ღირებულებამ 187570,49 ლარი შეადგინა, ხოლო იანტალოს ხიდის მშენებლობაზე 130710,67 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნული პროექტების დასრულებამ ადგილობრივი მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა სრულად მოუხსნა.
აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში გაკეთდა 6 საფეხმავლო ხიდი და 4 საავტომობილო ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.