სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ასურეთში სპორტული მოედანი მოეწყო
2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში სპორტული მოედანი (ტრენაჟორები) მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ ტრენაჟორების მოწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 831, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9269 ლარი გამოიყო. სამუშაოები განხორციელდა შპს ,,გეო-გრინი“-ს მიერ.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხელს უწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება.