მესტიაში, ცხუმარის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მესტიის მუნიციპალიტეტში, ცხუმარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

„პროექტის მიხედვით 2 586 მ-ზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ, გზის ვაკისის გაფართოება და ფორმირება, ასევე გრუნტის დამუშავება ექსკავატორით ავტოთვითმცლელზე. პროექტის განხორციელების სახელშეკრულებო ღირებულება 3 934 898  ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლიდერ +“ ასრულებს”, – აცხადებენ მესტიის მერიაში.

ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამშენებლო კომპანია ვალდებულია სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები