ზესტაფონში 2 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, კლდეეთი – ტაბაკინის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება.

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 1000 – მდე ადამიანი სარგებლობს, დასახლებას ქალაქის ცენტრთან და მიმდებარე სოფლებთან აკავშირებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, გზაზე ბეტონის საფარი იგება, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები. კეთილმოწყობას 2 კმ – მდე მონაკვეთი ექვემდებარება. საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. გზის რეაბილიტაციაზე 335 528 ლარი იხარჯება. სატენდერო ვალდებულებით, სამუშაოებს შპს „ალპედე“ ასრულებს.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ვიცემერთან, დავით მაღრაძესთან ერთად გაეცნო და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდება, როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე მიმდებარე უბნებთან დაკავშირება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები