მაგდალინა თოდუა: ესეც ასე, ჩემი Covid-19-თან ბრძოლა მე-17 დღეს წარმატებით დასრულდა
ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, მაგდალინა თოდუამ Covid19 დაამარცხა. განვლილ პერიოდზე მაგდალინა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის.
„მე-6 დღეს აღმოვჩნდი ქუთაისის კლინიკა”ბომონდში”, სადაც საოცარი გარემო დამხვდა.თეონა ლორთქიფანიძე და გიო სხილაძე არიან გმირები!!
ამ ადამიანებზე არაერთ პოსტს გადავაწყდი, მაგრამ მეც უნდა ვთქვა სათქმელი, რადგან ისინი არიან გინეკოლოგებიც, ტრამვატოლოგებიც, ექთნები, სანიტრები, მშობლები და კიდევ მრავალი ფუნქცია შეითავსეს.
თითოეული პაციენტის თვალებში, იმედის ნაპერწკალს ტოვებენ და მათთან ერთად იზიარებენ ყველა ტკივილს თუ სიხარულს.
“კი გენაცვალე”, “კარგი გენაცვალე”, “საუკეთესო პალატა”, “ჩემი ნაფერები პაციენტები არ გამინაწყენოთ” – მხოლოდ ამ სიტყვებს თუ მოისმენთ ამ გმირი ექიმებისგან. მათთვის დროს მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მუშაობენ 24 საათის გაᲜმავლობაში და თითოეულ გამარჯვებული სიცოცხლით ხარობენ.
სულ რაღაც 31 წლის ასაკში მოასწრეს და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მჯერა, რომ ქართული მედიცინის ისტორიაში საუკეთესო ფურცელს შექმნიან.
ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ეს იყო ურთულესი პერიოდი“, – წერს მაგდალინა ფეისბუქის პირად გვერდზე.