სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19-ის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 156 კოვიდპაციენტია მოთავსებული. მედიკოსების შეფასებით, მათ შორის 64 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა.
რაც შეეხება ფოთის საავადმყოფოს, 39 კოვიდ პაციენტი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე 12 პაციენტის მდგომარეობაა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 3 117 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, 3 638 პირი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები