სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ერთი პირი გარდაიცვალა

სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 65 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, ქვემო ქართლში – 259, შიდა ქართლში – 173, გურიაში – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28”,- განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, გასული დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები