ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზები იწმინდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პერიოდულად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებს შპს “ამბროლაურის სერვის ცენტრი” ასრულებს.
“საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. სოფლების ნაწილი უკვე სარგებლობს კეთილმოწყობილი საავტომობილო გზებით. ამის  პარალელურად მუნიციპალიტეტი ახორციელებს სასოფლო გზების მოვლა-შენახვის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის”, განაცხადა ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები