რაჭა-ლეჩხუმში გამოვლენილი 28 ახალი შემთხვევიდან 16 ლენტეხში დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოციდიბფიცირევის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 16 ლენტეხის მუნიციპალიტეტში დადასტურდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ონიანის განცხადებით, დაინფიცირებულებს შორის მუნიციპალიტეტის მერიის 2 თანამშრომელი და 2 პედაგოგია. ახალი შემთხვევებიდან ნაწილი თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდება.
სპეციალისტებმა ლენტეხში ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში 50-მდე ადამიანი იმყოფება.

ცნობისთვის, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 638 გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები