იმერეთში კორონავირუსის 302 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იმერეთში კორონავირუსის 302 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, საავადმყოფოებში 1 142 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 115 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 24 პირია. კოვიდსასტუმროში 22 ადამიანია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეში 32 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაშია 5 387 ადამიანი.
საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა.
ინფიცირების საერთო რაოდენობა შეადგენს 85 952-ს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები