კურორტ ბეშუმში ახალი საგუშაგო შენობის მშენებლობა სრულდება
მალე, კურორტი ბეშუმის გუშაგებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების საგუშაგო შენობა ექნებათ, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
“პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს შენობის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, კურორტი ბეშუმის დირექტორთან ემზარ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
ახალ შენობაში, გუშაგებისათვის გათვალისწინებულია მოსასვენებელი ოთახები და სამზარეულო”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს ხულოს მერიის დაკვეთით შპს “როდა“ ახორციელებს, რომლისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 38 980 ლარი დაიხარჯება.