ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ მოზარდს ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

ბათუმში გარდაცვლილ 12 წლის გოგონას კორონავირუსთან ერთდ თანმხლები ქრონიკული დაავადებაც აღენიშნებოდა. იგი დიალიზზე იყო დამოკიდებული, – ამის შესახებ ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკის დირექტორმა თამარ ბახტაძემ განაცხადა.
“სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ჩვენმა მედ-პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. თუმცა 12 წლის გოგონა კლინიკაში შემოყვანისთანავე იყო მძიმე მდგომარეობაში. ადგილზე ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი, ქრონიკული დაავადების გამო დიალიზის ჩატარება დასჭირდა. პირველადი დახმარების შემდეგ გამოვიძახეთ კატასტროფის სამსახური და მოხდა რეფერირება თბილისის კლინიკაში. თუმცა პაციენტი სამწუხაროდ გარდაიცვალა.

კლინიკაში შემოსვლისას სხვადასხვა სისტემის უკმარისობა აღენიშნებოდა. მას ჰქონდა ქრონიკული დაავადება. რთულია იმის თქმა, კორონავირუსმა დაამძიმა თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“,-განაცხადა თამარ ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის პაციენტი გვიან ღამით ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. მას კორონავირუსი ადგილზე ჩატარებული სწრაფი ტესტით დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები