1 გარდაცვლილი, 34 ახალი შემთხვევა -კოვიდსტატისტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, ბოლო ერთ დღეში დაავადებას ერთი პირი ემსხვერპლა.

გასულ 24 საათში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფიცირების მხოლოდ 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში თვითაღიარებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 5 099 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდ19-ის დამარცხება სულ 3 470-მა პირმა შეძლო.

ამჟამად, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 95 პაციენტი მკურნალობს, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმეა, 22-ის კი – საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 ადამიანია მოთავსებული. მობილურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობას 32 პირი გადის, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები