ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“პროექტის ფარგლებში ფართოვდება საავტომობილო გზა, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, საყრდენი კედელი და მიმდინარეობს გზის მოასფალტების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 3 280 465 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ეს ერ ჯი” ახორციელებს.
სარეაბილიტაციო არეალში, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, ორი კილომეტრია, პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. ტერიტორიაზე ახალი ორ საფარიანი ასფალტი იგება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.