№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ლარინა ლალიაშვილი აირჩიეს
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ლარინა ლალიაშვილი აირჩიეს. მანამდე ის კომისიის მდივანი იყო.
რაც შეეხება მდივნის პოსტს, აღნიშნულ პოზიციაზე კომისიის წევრებმა მხარი იზა ფერაძის კანდიდატურას დაუჭირეს.
შეგახსენებთ, ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა