მამუკა მდინარაძე – ე.წ. სირცხვილის კორიდორზე: კარგია, რომ ამას ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაემიჯნა

“ნათლად ჩანს, რომ ესაა განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების მეორე ტურის დღისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, კარგია, რომ აღნიშნულს ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაემიჯნა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ე.წ. სირცხვილის კორიდორს, რომელთან დაკავშირებითაც გუშინ ძალიან თავხედური განცხადებები გაკეთდა. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან უკვე გაემიჯნა. თუმცა, ნათლად ჩანს, რომ ესაა განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. რამდენიმე მათგანმა გაბედა „სირცხვილის კორიდორის“, ამომრჩეველზე ამ სახის ზეწოლის დაანონსება მეორე საარჩევნო ტურის დღისთვის, რაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები