,,მაღალი აქტივობის იმედი გვაქვს ამომრჩევლის მხრიდან, ისინიც გამოხატავენ თავიანთ ნებას და ამბობენ, რომ აუცილებლად მივლენ მეორე ტურში და მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას”- ამის შესახებ განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებთან ვიზიტის დროს.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხები და გამოწვევები მოისმინა.
ადგილობრივებმა პირადად გააცნეს ქადაგიშვილს სხვა არსებული პრობლემების შესახებ. მმართველი გუნდის წარმომადგენელი მათ თანადგომას დაპირდა.
,,მეორე ტურისათვის მზადებას ვაგრძელებთ.
გვაქვს შეხვედრა ამომრჩეველთან, ჩვენს აქტივთან, ვუხსნით სპეციფიკას, რაც მეორე ტურს გააჩნია.
ჩვენ მაღალი აქტივობის იმედი გვაქვს ამომრჩევლის მხრიდან, ისინიც გამოხატავენ თავიანთ ნებას და ამბობენ, რომ აუცილებლად მივლენ მეორე ტურში და მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ასე, რომ საარჩევნო პროცესი ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური რამდენიმე ოლქში, 21 ნოემბერს ჩატარდება