შალვა კერესელიძემ გოდერძი ჩოხელის საფლავი გვირგვინით შეამკო

მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან დღეს 16 წელი შესრულდა, ამ დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე პარლამენტის დეპუტატებთან მირიან წიკლაურთან და ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად მწერლის საფლავზე იმყოფებოდა. შალვა კერესელიძემ გოდერძი ჩოხელის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ღვაწლზე და ქვეყნის წინაშე დამსახურებაზე ისაუბრა.
„დღეს გენიალური მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 13 წელი შესრულდა. ეს უნიჭიერესი და არაერთი შედევრის შემქმნელი ადამიანი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.
დღეს ვიმყოფებოდი მის საფლავზე, მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში და ოჯახის წევრებთან ერთად მწერლის საფლავი გვირგვინით შევამკე.
აღსანიშნავია, რომ ჩემი გუბერნატორობის დროს გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დავიწყეთ. დღეს მუზეუმი უკვე დასრულებულია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები კი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, სულ მალე დასრულდება.
სახლ-მუზეუმი ჩვენს მოქალაქეებს, ჩამოსულ ტურისტებს, გოდერძის შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები