60-წლიანი წარსული და დღევანდელობა-როგორ მუშაობს „ლაჯანურჰესი“ პანდემიის პირობებში

მიწისქვეშა სადგური „ლაჯანური ჰესი“ ლეჩხუმში 1953 წელში აშენდა და ექსპლოატაციაში 1960 წელს შევიდა. სადგური საბჭოთა კავშირში პირველი თაღოვანი, ხოლო მსოფლიოში მეორე თაღოვანი ნაგებობა იყო. იმ დროისთვის, მშენებლობაზე 61 ექსპედიცია და 6.000 ადამიანი მუშაობდა. ამჟამად, ჰესში 50 ადამიანია დასაქმებული.
„რეგიონული კვირა“ სადგურის 60-წლიანი წარსულის მქონე დღევანდელობით დაინტერესდა და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში, აქ შემსვლელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, მიწისქვეშა სადგურში შეგვიპატიჟეს. როგორც „ლაჯანური ჰესის“ ხელმძღვანელი, მერაბ მუკვანი გვიყვება,  სადგურის აშენების იდეა თავის დროზე, ძალიან ნოვატორული იყო და ქვეყნის ელექტროფიკაციაში მნიშვნელოვან როლს დღემდე ასრულებს.

„როგორც გახსოვთ, ერთი პერიოდი ძალიან მძიმე ჩავარდნები გაიარა ენერგეტიკამ, საშინელი დღეების გადატანა მოგვიწია, მაშინ აქ მუშაობა ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო, რომ არა ჩვენი ენერგეტიკოსების მაღალი კვალიფიციურობა, ალბათ, სიძნელეების დაძლევას ვერც შევძლებდით. ახლა, წყალუხვობის პერიოდში, სადგური 450 მილიონ კვ, საათში გამოვიმუშავებთ და რა თქმა უნდა, საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ვართ ჩართული“,- ამბობს მერაბ მუკვანი.

სადგურის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ პანდემიამ და კორონავირუსმა მნიშვნელოვანი სიძნელეების წინაშე კვლავ დააყენათ, რადგან აქ მომუშავეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, დღის წესრიგში პირველ რიგში დადგა.

”გადავედით ასე  ვთქვათ „გაყოფილ რეჟიმში“, ორი კვირა თანამშრომელთა ერთ ნაწილი გამოდის სამუშაოდ, ორი კვირის შემდეგ კი მეორე. ამით თავიდან ვიცილებთ ერთმანეთთან შემხებლობის რისკებს. ახლა სადგურს ფაქტობრივად მართავს მორიგე, რომელიც იმ დღეს ცვლაშია. თუმცა მუშაობას თანამედროვე სტანდარტების მართვის დანადგარები ძალიან გვიადვილებს”,- გვიყვება „ლაჯანური ჰესის“ დირექტორი.

„ლაჯანური ჰესს“ მდინარე ლაჯანური, ცხენისწყალი, ხელეშურის ღელე, ლიამღვრიე და უსახელო ღელე ასაზრდოებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები