“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის წაგებული კანდიდატი, მალხაზ ჯალაღონია ისევ თავის პროფესიას დაუბრუნდა და აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, ამისთვის ოფიციალურად საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.
როგორც მალხაზ ჯალაღონიამ “რეგიონულ კვირასთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, მას COVID-19 დაუდასტარდა, სახლშია და თავისი პროფესიით დისტანციურად განაგრძობს საქმიანობას.
,,კოვიდი მაქვს, სახლში ვარ და ვმუშაობ, როგორც ექიმი. მეორე ტურში არ ვიღებთ მონაწილეობას“, – აღნიშნა მალხაზ ჯალაღონიამ. ჩვენს დამატებით კითხვებს მან არ უპასუხა.
ჯალაღონიას თანაპარტიელები ვერ აკონკრეტებენ, თუ რატომ არ მიმარტავს მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად საარჩევნო ადმინისტრაციას. ისინი აცხადებენ, რომ ამას არ აპირებენ.
“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი – ბათლომე შელია ენმ-ის კანდიდატს ურჩევს, ოფიციალურად მიმართოს კანდიდატურის მოხსნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ერთობა დაირღვევა.