ახალციხეში ენმ-ის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში ენმ-ს ერთ-ერთი წევრს, გელა დემეტრაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. დემეტრაძე მკურნალობის კურსს ახალციხეში მდებარე სასტუმრო “გრანდ პალასში” გადის. მისი ინფორმაციით, უცნობია დაინფიცირების წყარო.
გელა დემეტრაძის თქმით, თავისი ოჯახის წევრები სახლის პირობებში მკურნალობენ.