თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც “რეგიონულ კვირასთან” ადგილობრივებმა განაცხადეს, სახლი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრმა დაწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.
მომხდარზე გამოძიება სსს კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.