ქალაქ გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევისას ახალგზარდა გოგო მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით,
მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზაზე გადასვლას ცდილობდა.
დაშავებული გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსშია მოთავსებული. როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის ხელმძღვანელმა განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ- ის 276- ე მუხლის მე -2 ნაწილით მიმდინარეობს.