მარნეულში ყველა საბავშვო ბაღი და სკოლამდელი მზაობის ცენტრი დაიხურა
მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშვო ბაღი და სკოლამდელი მზაობის ცენტრი დაიხურა. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ზაურ ქარამოვის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის განაახლებენ დაწესებულებები ფუნქციონირებს.
“ამ ეტაპზე დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლამდელი მზაობის ცენტრები. სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებენ”, – ზაურ ქარამოვიმ.