ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ვიტრინის დაზიანების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე ენმ-ს ოფისის ვიტრინა დააზიანეს. როგორც პარტიაში განაცხადეს, შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის აქცია იმართებოდა.