ონსა და ამბროლაურში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევაა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 16 ნოემბრის დილის მონაცემებით კორონავისუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ახალი დაინფიცირებულებიდან 4 ონის, ერთი კი ამბროლაურის მაცხოვრებელია. როგორც მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ახალი შემთხვევებიდან 3 თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდება, 2 ახალი დაინფიცირების შესაძლო კონტაქტების მოძიება სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს.
ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა მიხა ონიანმა და თეა გურგუჩიანმა „რეგიონულ კვირასთან“ განაცხადეს, რომ დილისთვის მუნიციპალიტეტებიდან არც ერთი ანალიზის პასუხს არ ელოდნენ და შესაბამისად კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები ცაგერსა და ლენტეხში არ გაზრდილა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო-სვანეთში თვითიზოალაციაში 650- მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები