ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა.

დაშავებული რეინჯერი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს”, – წერია მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები