შიდა ქართლში კორონავირუსით 181 პირი დაინფიცირდა

შიდა ქართლში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

“აჭარაში – 516, იმერეთში – 477, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 181, გურიაში – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 212, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 121, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, 2 შიდა ქართლში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები