მცხეთა-მთიანეთში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 91.5 მლნ ლარი შეადგინა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019-2020 წლებში საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი ჯანდაცვის კუთხით არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
რეგიონში მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ამბულატორიის 6 შენობა აშენდა მიმდინარეონს 1 დაწესებულების მშენებლობა.რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 ამბულატორიას.ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განხორციელებული პროექტების ღირებულებამ კი 91.5 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, რეგიონში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სოფლის ამბულატორიების ექიმები ახლად აშენებულ და რეაბილიტირებულ შენობებში მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი სამედიცინო ინფრასტრუქტურა რეგიონში ათეული წლების განმავლობაში პრობლემებს ქმნიდა, რაც დიდწილად უკვე მოგვარებულია, თუმცა, რადგან ამ მიმართულებით გამოწვევები კიდევ რჩება, რეგიონის პირველი პირების თქმით, ამბულატორიებისა და სამედიცინო დახმარების შენობების რეაბილიტაცია-მშენებლობა მომდევნო წლებშიც აქტიურად გაგრძელდება.