სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 60 შემთხვევა დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

“აჭარაში – 516, იმერეთში – 477, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 181, გურიაში – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 212, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 121, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გარდაცვალების 733 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები