ზაზა ლომინაძემ ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მერობის კანდიდატთან და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად გამწვანების აქციაში ჩაერთო.
სკვერში 100 ძირი წიწვოვანი ხე დაირგო, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან სარეკრეაციო ზონას შექმნის ადგილზე.
,,მოსახლეობასთან შეხვედრისას მნიშვნელოვან საკითხებად იკვეთება ეკოლოგია და სარეკრეაციო ზონების მეტი სიმრავლე. ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით. აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის გენერალური განაშენიანების საკითხზე მუშაობა, მიმდინარე წელს ქუთაისს 12 ახალი სკვერი შეემატა, რამაც ჩვენ ქალაქში კიდევ უფრო მეტი სიმწვანე გააჩინა. თუმცა, არის უბნები სადაც განსაკუთრებული მიდგომა და მუშაობაა საჭირო ახალი სარეკრეაციო ზონების გასაშენებლად. მაგალითად, სულხან-საბას გამზირზე სრულიად ახალი 7000 კვ მეტრზე გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი აშენდა. დღეს ამ ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის და ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, 100 ძირი წიწვოვანი ხე დავრგე. ამით ამ დასახლებაში კიდევ ერთი გამორჩეული სარეკრეაციო ზონა შეიქმნება”,- განაცხადა ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები