ავარია თელავში – მანქანა გაზის მილს დაეჯახა, არიან დაშავებულები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში BMW-ს მარკის ავტომობილი გაზის მილს დაეჯახა. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დაწყებულია გამოძიება. “რეგიონული კვირა” მომხდარის დეტალებს არკვევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები