მცხეთა-მთიანეთში 2019-2020 წლებში 100 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო

მცხეთა-მთიანეთის მხარეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საქართველოს მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა.  ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი თქმით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში 100 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო, აშენდა ერთი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ ხიდს.

“მიმდინარეობს მრავალმილიონიანი პროექტის მშენებლობა. კერძოდ, ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში 9-კილომეტრიანი გვირაბისა და 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობაა დაგეგმილი. საგზაო ინფრასტრუქტურის მოგვარების პარალელურად სამშენებლო სამუშაოებმა დამატებითი სამუშაო ადგილები გააჩინა რეგიონში”, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები