ბათუმში, ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ საპროტესტო აქცია ,,ლელომ“ პროტესტის ნიშნად დატოვა. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აქციის დატოვების მიზეზი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან გაკეთებული მოწოდებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს.
„რიგი პოლიტიკური პარტიები არღვევენ ოპოზიციური პარტიების შეთანხმებებს. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი, რადგან ეწინააღმდეგება მთავარ მიზანს – ახალი არჩევნების მოთხოვნას და თამარ ჟვანიას გათავისუფლებას. არ ვაპირებთ პარტიულ ღონისძიებებსა და აქციებში მონაწილეობის მიღებას, ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება ჩვენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი პოლიტიკური ერთობა რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეებს პლაკატები ეჭირათ წარწერით “მიშა ჩამოდი” და “ნცმოძრაობის წარმომადგენლებიც ტრიბუნიდან ამავე შინაარსის ლოზუნგებს აჟღერებდნენ, რაც უკვე მეორე დღეა ოპოზიციურ სპექტრში გაღიზიანებას იწვევს.